გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში, 26–ე ნაოხრების საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

27-11-2018

N26 ნაოხრების საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საოლქო კომისიაში მანუჩარ ფანგანს, უბანზე საარჩევნო სიების ჩამოხევაში ადანაშაულებენ. ფანგანი მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ამ უბანზე გადასატანი ყუთის სია არაბუნებრივადაა გაზრდილი.

 

ვითარება საარჩევნო უბანზე, დაახლოებით, 14:00 საათზე დაიძაბა. საუბნო კომისიის წევრების თქმით, ამ დროისთვის შენობაში ორი პირი შევიდა, მათ შორის ერთ–ერთი ახალციხის საოლქო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მანუჩარ ფანგანი იყო და ცესკოს შესაბამისი ბეიჯიც ეკეთა.

 

„ორივე მოვარდა და უბანზე გამოკრულ სიები ჩამოგვიხია. ეს ძველებია და ახლები უნდა გააკრათო“, – ამბობს საუბნო კომისიის წევრი სოფია ქოსიანი.

 

ამ დროს საარჩევნო უბანზე არ იმყოფებოდა თავმჯდომარე ვიქტორ მურადიანი. თუმცა, როგორც იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, უბანზე გაკრული სიები პირველი ტურის შემდეგ განახლებული იყო, ამის შესახებ კი შვიდი ფურცლიდან, მხოლოდ ერთს, პირველს ჰქონდა მითითებული: „ალბათ ეს ვერ დაინახეს და ძველი ეგონათ. ამიტომ როგორც კი ეს ამბავი გავიგე, პოლიცია გამოვიძახეთ. დავრეკეთ საოლქოშიც“.

 

მანუჩარ ფანგანი ამბობს, რომ მას უბანზე გამოკრული სიები არ ჩამოუხევია, თუმცა ჩამოსხსნა: „კენჭისყრის ოთახში ჰქონდათ გამოკრული და ვუთხარი, რომ უნდა გამოკერათ გარეთ“.

 

ფანგანის თქმით, ნაოხრებში არჩევნების გაყალბებას ცდილობენ, რადგან გადასატან ყუთზე ამომრჩვევლების რაოდენობა 12–დან 40–მდეა გაზრდილი: „დავინტერესდი მართლა სჭირდება თუ არა გადასატანი ყუთი 40 ადამიანს უბანზე, სადაც 400–მდე კაცია რეგისტრირებული. ეს ამომრჩევლის 10 პროცენტია. თან გარდა ამისა, იმ სიებთან გაკრული არ ჰქონდათ გადასატანი ყუთი სიები. როცა ეს საკითხები გავაპროტესტე, საოლქო კომისიაში, მხარი არავინ დამიჭრა“.

 

ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი აცხადებს, რომ „ამ წუთში ბიულეტენებს გასცემს და კომენტარს მოგვიანებთ გააკეთებს“.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ვალეს პოლიციის განყოფილებაში შტყობინება ნამდვილად შევიდა და შემთხვევის ადგილზეც გავიდნენ, თუმცა „ეს მათი რეაგირების სფერო არ არის და ამიტომ შეტყობინება ახლაციხის მერიაში გადაამისამართეს“.

მერიიდან მომხდარზეპასუხს ამ დრომდე ველოდებით.

 

„მართლაც საეჭვოა, რამ გახადა ამდენი ადამიანი ცუდად. თუ აქამდე 12 კაცი იყო, ახლა 40–მდე ადამიანი როგორ გახდა ისე, რომ საარჩევნო უბნამდე ვეღარ მიდის. აქ დარღვევა არ არის, თუმცა ეს საკითხი ნამდვილად გადასამოწმებელია“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ირუსიტი ქეთი ბებიაშვილი.


sknews.ge