გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ევროპის სოციალისტური პარტია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს

27-11-2018

ევროპის სოციალისტური პარტია (PES) სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტნიორ პარტია „ქართულ ოცნებას“, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროგრესულ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პროცესში, ხვალ, 28 ნოემბერს.


ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროგრესულმა მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, დაადასტურა ქვეყნის მტკიცე ერთგულება დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებებისადმი. ევროპის სოციალისტური პარტია აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორცელდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევა უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც მისაბაძ მაგალითს რეგიონში და გააძლიერებს მის ადგილს ევროპის ერთა ოჯახში.


„საქართველო ერთგული პარტნიორია, დემოკრატიის, გამჭირვალობისა და მმართველობის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევებით. ახლა, როდესაც ამომრჩევლები ემზადებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის, რომელიც ოთხშბათს გაიმართება, ვიმედოვნებ, რომ ისეთივე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვნახავთ, როგორიც ეს იყო პირველი ტურის დროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის იბრძოლებს უფრო სამართლიანი საქართველოსათვის ხვალინდელ არჩევნებზე“-აცხადებს სერგეი სტანიშევი - ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი.