გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დღეს საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს

28-11-2018

საქართველოს მოსახლეობა დღეს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს.


საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურის შედეგების მიხედვით გამოვლინდება.


არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.


არჩევნების პირველი ტური, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მას პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ხმები არ ეყო.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთაგან, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის დიპლომატიური სკოლის წარმომადგენელია, ხოლო გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის დიპლომატიური სკოლის აღზრდილია.