გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მამუკა ბახტაძე: არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ გავაკეთე

28-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მან საპრეზიდენტო არჩევნებში დღეს არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ გააკეთა.

მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

მან ხმა დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

„დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ. ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, მოვიდეთ უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ინტერესებშია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.