შაბათი, აპრილი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ზუგდიდის საარჩევნო უბნიდან ენმ-ს დამკვირვებელი გააძევეს

28-11-2018

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მეოცე უბანზე, ენმ-ის დამკვირვებელი ანი შონია უბნიდან გააძევეს. როგორც უბნის თავმჯდომარე აცხადებს, ის ნაკადის მომწესრიგებელს საქმიანობაში ხელს უშლიდა. მიუხედავად სამი გაფრთხილებისა, პროვოკაციები არ შეწყვიტა და უბნიდან გაძევების მიზეზი სწორედ ეს გახდა. 


თავად შონია, ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის უბნიდან უსამართლოდ გააძევეს.


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. სულ 3 მილიონ 528 ათას 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 30703 საარჩევნო უბანი,  მათ შორის 55 არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ცესკოს გადაწყვეტილებით, ეს უბნები ღამის 12 საათამდე იმუშავებს, ვინაიდან საზღვრებს გარეთ დღეს სამუშაო დღეა.


ადაბტირებულია 1268 საარჩევნო უბანი.


არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.


დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 


imedinews.ge