28-11-2018
ახალქალაქის მე-40 ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის დამკვირვებლის თქმით, ამომრჩევლები საარჩევნო ჯიხურიდან გამოსვლის შემდეგ, ბიულეტენს აჩვენებენ უბნის თავმჯდომარესა და ცესკო-ს სხვა დამკვირვებლებს და სწორედ ამის შემდეგ აგდებენ საარჩევნო ყუთში. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
პირველი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და სხვა დამკვირვებლები ამ ფაქტს უარყოფენ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. სულ 3 მილიონ 528 ათას 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 30703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ცესკოს გადაწყვეტილებით, ეს უბნები ღამის 12 საათამდე იმუშავებს, ვინაიდან საზღვრებს გარეთ დღეს სამუშაო დღეა.
ადაბტირებულია 1268 საარჩევნო უბანი.
არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.