28-11-2018
სიღნაღის საჯარო სკოლას, სადაც ორი საარჩევნო უბანი მდებარეობს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. შუქი უბნების გახსნამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე გაითიშა, მიუხედავად ამისა #30 და #1 საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შეუფერხებლად მიმდინარეობს, უბნები ზუსტად 8 საათზე გაიხსნა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 3 მილიონ 528 ათას 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
სულ გახსნილია 30703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ცესკოს გადაწყვეტილებით, ეს უბნები ღამის 12 საათამდე იმუშავებს, ვინაიდან საზღვრებს გარეთ დღეს სამუშაო დღეა.
ადაბტირებულია 1268 საარჩევნო უბანი.
არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
დღეს ხალხი ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით და თანაც 5-ის ნაცვლად 6 წლით.