გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში, მე-17 უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებელი გააძევეს

28-11-2018

ბათუმში, მე-17 უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებელი გააძევეს. საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩევლებს ხელს უშლიდა ხმის მიცემის პროცედურაში, რის გამოც საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრების წილისყრის საფუძველზე გააძევეს.


ინციდენტში სამართალდამცავების ჩარევაც გახდა საჭირო.


„ყველა ამომრჩეველს სთხოვდა პირადობის მოწმობას, ეკითხებოდა გვარებს ხმამაღლა, ხელს უშლიდა პროცესს, ამიტომაც შევადგინეთ გაძევების ოქმი”, – განაცხადა მე-17 უბნის თავმჯდომარემ ლანა აგირბამ.


ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წევრი ზებურ დუმბაძე, რომელიც საარჩევნო უბიდან გამოაძევეს ამბობს, რომ ის ბრალოდ ამომრჩევლებს ეხმარებოდა და კონკრეტული მითითება არავისთვის მიუცია.


1tv.ge