გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ოპოზიციის დამკვირვებელი გააძევეს

28-11-2018

ლოსაბერიძე საარჩევნო უბანში სამაგიდო სიების არასწორ განლაგებას აპროტესტებდა. მისი თქმით, მაგიდები კედელთან ახლოს ისე დგას, რომ დამკვირვებლებს მონიტორინგის საშუალება არ ეძლევათ.


ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მიზეზით დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს.


კომისიის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. უბანზე მყოფი სხვა დამკვირვებლები კი ამბობენ, რომ მათ მუშაობაში ხელი არ შეშლიათ.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. 


არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.


დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.


imedinews.ge