გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულის მე-7 უბანზე ინციდენტი მოხდა

28-11-2018

ამ დროისათვის მარნეულში 8 პროცედურული დარღვევა და 18 ათასზე მეტი ამომრჩეველი ფიქსირდება. მე-7 საარჩევნო უბანში ინციდენტი მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 


სალომე ზურაბიშვილის შტაბის მხარდამჭერმა დააფიქსირა, თუ როგორ გააკრა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა საარჩევნო კაბინაში ფურცელი, რომელზეც ხუთიანი იყო შემოხაზული. "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წარმომადგენელი ამ ფაქტს არ ადასტურებს.


ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში პოლიციის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. როგორც პოლიციის თანამშრომლები განმარტავენ, მათი მობილიზება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდეს.


დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. 


არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.


დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.


imedinews.ge