გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: პოლიციას თავისი აღჭურვილობა აქვს, რომლითაც ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილდება, უჩვეულო აქ არაფერია

28-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტი, გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და განაცხადა, რომ ხმა ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას მისცა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის მარნეულში, პოლიციის სპეცტექნიკის მობილიზებასთან დაკავშირებით.

„ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას იღებს. თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მაგალითად, მიკროფონი, კამერა, ზუსტად ასე, პოლიციას აქვს თავისი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომლითაც ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილდება. არაფერი აქ უჩვეულო არ არის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.