გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

28-11-2018

„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ ჩვენს აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან. მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს სიები ჩვენს აგიტატორებს აბსოლუტურად კანონიერად აქვთ,“ - განაცხადა “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია.

„ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასეთი სიები აქვთ, როგორც ჩვენს აგიტატორებს, ისე სხვა პოლიტიკური სუბიექტების აგიტატორებს. ეს არის კანონით დაშვებული. მე არ ვიცი კიდევ ერთი ტყუილია თუ თავის მოტყუება რასაც ვხედავთ „რუსთავი2“-ზე. ისინი მუდმივად ცდილობენ საკითხის ისე წარმოჩენას, თითქოს ვინმეს უკანონოდ აქვს ეს სიები. მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა, თითოეული მცდელობა ჩვენს აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მინდა აღვნიშნო, რომ 3 საათის მონაცემებით უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება. იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით, ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით, რომ ამ დღეს, ოთხშაბათ დღეს არ იქნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა აქტივობაზე და ჩვენი ნათქვამი რეალურად გამართლდა. აქაც ნახავდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში „რუსთავი2“-ში აბსოლუტურად კომიკური ვითარება იყო, როდესაც ე.წ. ჟურნალისტები ცდილობდნენ ვითარება ისე წარმოეჩინათ, თითქოს დაბალი აქტივობა იყო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.