28-11-2018
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართველი ამომრჩევლების რეაქცია, საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ადექვატური იყო.
განცხადება ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალური ოფისის წინ, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
„თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც მივიღეთ. დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას და დიდი მადლობა გუნდს, რომელმაც თავდადებით იმუშავა"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე „რუსთავი2“-ის მიერ დაკვეთილი კვლევების მიხედვით, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს.