გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს არჩევნების შედეგები

28-11-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს, არალეგიტიმურს უწოდებს.


აღნიშნული შინაარსის განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში გააკეთა. სააკაშვილის განცხადებით, განვითარებული პროცესებით, მოსახლეობას არ მიეცა ნების თავისუფალი გამოხატვის საშუალება.


„ხალხო, დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, არჩევნების ინსტიტუტი. დღეს რაც ტარდებოდა, არ იყო არჩევნები და დემოკრატიული პროცესები. ეს იყო ქურდული სამყაროს და ძველი ბიჭები, აფერისტები და გარეწრები, შავი სამყაროს წარმომადგენლები, ვინც გძარცვავდათ, მთლიანად შერწყმული ამ ოლიგარქთან. ეს არის მოსყიდვა, ღიად დარიგება ფულის, დაჭრა და ცემა აქტივისტების, ეს არის ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია, რაც არ არის ხალხის ნების თავისუფალი გამოხატულება. ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები. მოგიწოდებთ თქვენ, ქართულ საზოგადოებას, არ აღიაროთ არჩევნები“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


Ipn.ge