გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი იქნება

28-11-2018

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას უნდა ჩაუყაროს საფუძველი.


ამის შესახებ კალაძემ, ეგზიტპოლების შედეგების გაცნობის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„თავს უფლებას მივცემ, წინასწარ, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მივულოცო ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს.


კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა თითოეულ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, რომლებმაც შეიტანეს უმნიშვნელოვანესი წვლილი დღევანდელ გამარჯვებაში. ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, სამართალდამცავ ორგანოებს, დამკვირვებლებს, რომელთა ძალისხმევის გარეშე თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. მადლობას გიხდით თქვენ, ჟურნალისტებს. დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება“, - განაცხადა კალაძემ.