გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მამუკა ბახტაძე: ეს ადასტურებს, რომ საქართველოში შემდგარი დემოკრატიაა

28-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში შემდგარი დემოკრატიაა.


ამის შესახებ ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


„მინდა საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება მივულოცო. ასევე, მინდა თითოეულ მოქალაქეს ვინც დღეს მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, გადავუხადო მადლობა. არჩევნებში მონაწილეობის დონე იყო საკმაოდ მაღალი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს შემდგარი დემოკრატია.
ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის, მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის შედეგები.


ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი. დღეს ბუნებრივია არ არის ის დრო, რომ დრო დავკარგოთ ზეიმისთვის. ახლა არის მუშაობის დრო. მინდა პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას რაც ქვეყანაში გვაქვს. ჩვენ ვართ მზად, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა.


საზოგადოებას მადლობა მინდა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.