გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა - თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა

28-11-2018

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მოღვაწეობის პერიოდში ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა საზოგადოების გაერთიანება იქნება.


ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ეგზიტპოლებმა მისი გამარჯვება დაადასტურა.


„მივესალმები მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს. მინდა ყველას პირველ რიგში დიდი მადლობა ვუთხრა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან პრინციპული არჩევანი გაკეთდა და ამ არჩევანს საქართველოს დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


ჩვენ ერთად და საბოლოოდ ვთქვით მტკიცე უარი წარსულზე, რაც ძალიან შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების წინსვლას, განვითარებას და თავისუფლებას. ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა - თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და დღეს ჩემი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ, ყველანი, ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ, რომელიც უნდა გავამთლიანოთ და დავამშვიდოთ. ამიტომ მე გპირდებით, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ, რომ ჩვენ გავერთიანდეთ.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არჩევნებზე მოვიდა, რამეთუ ეს არის დემოკრატია. ის მაღალი აქტივობა, რაც დღეს დაფიქსირდა, ნიშნავს დემოკრატიის ძალიან მაღალ დონეს“-განაცხადა ზურაბიშვილმა.