გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ არეულობაა

28-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიზანი არეულობა და ქაოსია.


„სააკაშვილმა დღეს, ფაქტიურად დაუსრულებელ არჩევნებზე, ვერ მოითმინა და დაადასტურა მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ბოლო დღეების თუ კვირების განმავლობაში ვამბობდით. სააკაშვილის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ არეულობა და მხოლოდ და მხოლოდ ქაოსი“-განაცხადა მდინარაძემ.


არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია.