გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

Gallup International-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები ცნობილია

28-11-2018

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-მა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ჩაატარა.


ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 57%, გრიგოლ ვაშაძეს კი 43% აქვს.


ეგზიტპოლის შედეგებში შესაძლო ცდომილება 2%-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 11723 რესპოდენტი. მონაცემები ეყრდნობა 20:00 საათის ჩათვლით მიღებულ პასუხებს.


კვლევის საველე სამუშაოები ACT-მა ჩაატარა. გამოკითხვა 08:00 საათიდან 20:00-მდე მიმდინარეობდა. გამოკითხვის მეთოდი - თვით ადმინისტრირებადი, 100%-ით შემთხვევითი შერჩევით, ფურცელზე დაფუძნებული გამოკითხვა.


გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო:


1. ვის მიეცით ხმა დღეს? ა) 5. გრიგოლ ვაშაძე ბ) 48. სალომე ზურაბიშვილი.


2. ვის მიეცით ხმა პირველ ტურში? ა) გრიგოლ ვაშაძე, ბ) სალომე ზურაბიშვილი, გ) დავით ბაქრაძე, დ) სხვა კანდიდატი, ე) არ ვყოფილვარ არჩევნებზე.
(გამოკითხვის დამკვეთი - შპს ტელეიმედი, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, წერეთლის გამზ., №140, დაკვეთა ფასიანია).


დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.


პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.