გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

29-11-2018

საქართველოს პარლამენტის წევრის, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ინიციატივით ახმეტაში კახეთის რეგიონში ინოვაციური იდეების მხარდამჭერი მეორე ბირთვი შეიქმნა. ამ ღონისძიებას რამდენიმე დღის წინ თელავის ტექნოპარკის ამოქმედება უსწრებდა წინ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ინოვაციური რეგიონული ცენტრების შექმნის იდეა ახმეტასა და თელავში, ამ რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატს, გელა სამხარაულს ეკუთვნის. ეს საკითხი ჯერ კიდევ 2016 წელს, დეპუტატსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.

„ახმეტის ინოვაციების ცენტრში რეგულარულად ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა ბიზნესმიმართულებით. ინოვაციურ საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. ჩვენ ვართ მდიდარი გონებრივი რესურსით, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სერიოზული წინსვლა. აქ, ასეთ ადამიანებს სახელმწიფოს მხარდაჭერით, თავიანთი იდეების რეალურ ბიზნესად გადაქცევის საშუალება მიეცემათ. მათ შეეძლებათ ინტელექტუალური სიახლეები და ტექნიკური პროგრესები გარდასახონ პრაქტიკულ ნივთებად. დაინტერესებული პირებისა და კომპანიებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება მაღალტექნოლოგიურ მომსახურება, რაც დაეხმარება მათ ცოდნის გაღრმავებაში ბევრი მიმართულებით,” - განაცხადა გელა სამხარაულმა.

ცენტრის გახსნას გელა სამხარაულთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი ესწრებოდნენ.