29-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლისა და კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ორივე სტადიონის სამუშაოები, გრაფიკის მიხედვით დასრულდება, რომელთა სახელშეკრულებო თანხა ჯამში 152 820 ლარს შეადგენს.
ასევე, 2019 წელს დაგეგმილია სოფელ საიმერლოსა და საბირქენდში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 160 000 ლარი, ქალაქ მარნეულის მინი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციისთვის – 50 000 ლარი.
მუნიციპალიტეტის განცხადებით, სოფელ ალავარში 2018 წელს დასრულდა კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი, ხოლო ქალაქ მარნეულში 2019 წელს დაიწყება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია.