გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო რუსეთთან პირისპირ არ უნდა დარჩეს

30-11-2018

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ მომავალში რუსეთთან დიალოგი უნდა აწარმოოს, თუმცა ეს პარტნიორებთან და მოკავშირეების გარეშე არ უნდა გააკეთოს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთთან დიალოგი უნდა გაიმართოს ჩვენი პარტნიორების ხელმძღვანელობით და მათი მხარდაჭერით. როდესაც წარსულში ვატარებდი მოლაპარაკებებს რუსეთთან, ყოველი სესიის წინ და შემდეგ, კონსულტაციას ვმართავდი ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და აშშ-ის საელჩოსთან. რუსეთმა ეს იცოდა და თანახმა იყო.
ეს არის საქართველოს მკაფიო პოზიცია: ჩვენ ვერ გაგვაბრიყვებთ, და მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც სიბრიყვეს ჩაიდენს.

ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია და შევათანხმოთ ის ევროპელ პარტნიორებთან და თუ ისინი დაიწყებენ რუსეთთან დიალოგს, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო განზე არ დარჩება, რომ საქართველოს პრინციპები – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, არის დიალოგის ნაწილი და ეს პრინციპები საიმედოდ არის დაცული“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის მისთვის პუტინი, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღეს პუტინი მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ვიდრე ის 2008 წლის ომამდე იყო.

„როდესაც მე პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ, მაშინ პუტინი სავარაუდოდ სხვანაირი იყო, ვიდრე ის დღეს არის, რადგან მაშინ რუსეთი ბაზების გაყვანას დათანხმდა. მე ვფიქრობ, დღეს იგივე დიპლომატიური უნარები რომ მქონდეს, დღეს ეს მაინც არ მოხდებოდა. ვფიქრობ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ის ფაქტი, რომ რუსეთი ორ ოკუპირებულ რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვლის, ბლოკავს რუსეთთან დიალოგის ნებისმიერ შესაძლებლობას.

მომავალში რაღაც ასეთი რომ მოხდეს, ჩვენ გვჭირდება იგივე კონფიგურაცია, რაც გვქონდა მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. კერძოდ, აუცილებელია გვქონდეს მხარდაჭერა და ძალიან მჭიდრო მუშაობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.

იმ პირობებში, რომელიც დღეს არსებობს და რუსეთის აგრესიულობის გათვალისწინებით, საქართველოს მარტო დარჩენა დაუშვებელია. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ პარტნიორებთან ახლოს და ისინი ჩვენ მუდამ ზურგს უნდა გვიმაგრებდნენ“, – ამბობს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი BBC-თან ინტერვიუში.