30-11-2018
განათლების სამინისტრომ ახალციხის საჯარო სკოლების 31 მეათე კლასელს, პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
ცერემონია ახალციხის ციხის ციტადელზე გაიმართა.
„ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში, ლეპტოპების გადაცემა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე კომპიუტერი იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებსაც შეფასების ჟურნალში ხარვეზი არ ჰქონდათ. ასეთი 29 მოსწავლე იყო. ხარვეზიანი მონაცემები განათლების სამინისტროში გადაამოწმეს და კომპიუტერის გარეშე დარჩენილი წარჩინებული მოსწავლეებიც დააჯილდოვეს.
განათლების სამინისტრო პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი" 2009 წლიდან ახორციელებს. კომპიუტერებს ის მეათე კლასელები იღებენ, რომლებსაც მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი ათ ქულაზე, დამრგვალების გარეშე დაამთავრეს.
წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში კომპიუტერი სულ 60–მა მოსწავლემ მიიღო.