გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა ბახტაძე: არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა მარცხისთვისაა განწირული

30-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა მარცხისთვისაა განწირული.


მისივე თქმით, დესტაბილიზაციის მოწყობის ყველა მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი და სახელმწიფო რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს არ დაუშვებს.

„საერთო ჯამში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოყწობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი. დაახლოებით 2-მა მილიონმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მას. ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და დისონანსისა და არეულობის შემოტანას საზოგადოების ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას,“ - განაცხარა მამუკა ბახტაძემ.