გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვატო შაქარიშვილი: ვის არ ემორჩილებით, რას არ ემორჩილებით?! არ გამოგივიდათ რუსული პროექტი! 

30-11-2018

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარის მოადგილე, ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ფეისბუქ პოსტით ეხმაურება.

“აშშ-სახელმწიფო დეპარტამენტი სალომე ზურაბიშვილთან თანამშრობლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ახლად არჩეული, დიდი უპირატესობით გამარჯვებული პრეზიდენტი მილოცვებს იღებს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვადან, უკრაინიდან, ეს მხოლოდ გუშინ და საჯაროდ, ვიცი რომ პირადად უკავშირდებიან და ულოცავენ წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები. დასავლური მედიის ინტერესი ძალიან მაღალია და უკვე შედგა რამდენიმე ინტერვიუ ბეჭდურ გამოცემებსა თუ ტელევიზიებში. 

მას ცნობენ და აღიქვავენ, როგორც წონიან პოლიტიკოსს, ქალბატონი სალომეს მოსაზრებები აინტერესებთ გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიო წესრიგს უდგას.

ვხვდებით პოზიტიურ შეფასებებსა და მოლოდინებს, როგორც ევროპელი, გამოცდილი დიპლომატის და პირველი ქალი პრეზიდენტის მიმართ. 

ამასთან, ყველაზე მთავარი ის არის, რომ მას აქვს ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია. 

რას ვხედავთ პარალელურად? 
მიშა, მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა, მეგი გოცირიძე, ელისო კილაძე და ძმები ბერძენიშვილები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და დაუმორჩილებლობას აცხადებენ! 
ვის არ ემორჩილებით, რას არ ემორჩილებით?! 
არ გამოგივიდათ რუსული პროექტი! 
არ გამოგივათ არასდროს!,” - წერს ვატო შაქარიშვილი.