გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მამუკა ბახტაძე: მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ძალიან ზღვარგადასული ემოციებისა ქვეყანა სტაბილურად ვითარდება

30-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის 6.7%-ით ზრდა ხაზს უსვამს, რომ საქართველო შემდგარი დემოკრატიაა.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ზღვარგადასული ემოციებისა საქართველო სტაბილურად ვითარდება.

„სასიხარულოა, რომ ეკონომიკური ზრდა გასულ თვეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაფიქსირდა. ეკონომიკურმა ზრდამ 6.7 პრიცენტი შეადგინა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის შემდაგარი დემოკრატია და მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ძალიან ზღვარგადასული ემოციებისა ქვეყანა სტაბილურად ვითარდება და ეს ძალიან დიდი მონაპოვარი გახლავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი კიდევ უკეთესი გვექნება და საერთო ძალისხმევით ჩვენს ხალხთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით გახდება შეუქცევადი და კიდევ უფრო მდგრადი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.