გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა ბახტაძე: არჩევნები დასრულდა და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს

30-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველო ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა იმ რეფორმების განხორციელება სწრაფად უნდა დაიწყოს, რაც მთავრობის დამტკიცების დროს დაანონსა.


„არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი. პირველ რიგში ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მთავრობის დამტკიცების დროს დავაანონსეთ. ჩვენი მიზანია ქვეყნის წინსვლა და განვთარება შეუქცევადი გახდეს, რაც საბოლოოდ ჩვენს თითოეულ მოქალქეზე უნდა აისახოს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.