გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვახტანგ ჭარაია: ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5%-ს გადააჭარბებს და 5.5-6% ფარგლებში იქნება

30-11-2018

„ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა. ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი ეკონომიკის მაქსიმუმი. იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერი და განსაკუთრებით დეკემბერი ყოველთვის მაღალაქტიური პერიოდია, ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5 პროცენტს გადააჭარბებს და 5.5 - 6 პროცენტის ფარგლებსი იტრიალებს და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება,” - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ. 

მისი განცხადებით, იმ ფაქტორებს შორის რომლებმაც ოქტომბრის ეკ. ზრდას შეუწყვეს ხელი აღსანიშნავია: ექსპორტის ზრდა - 15 პროცენტით; ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა - 14.1% და ფულადი გადმორიცხვების ზრდა წინა თვეებში, აგრეთვე სხვა შედარებით მცირე თუმცა წინსვლები. რაც შეეხება დარგობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტად ამ პერიოდში გაიზარდა: საფინანსო საქმიანობა, უძრავი ქონება, და დამამუშავებელი მრეწველობა. 

ამასთან, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევად კვლავინდებურად რჩება დაბალი ინკლუზიურობა, რაც ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.