13-12-2017
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დავით ჩირგაძე დაინიშნა. კახაბერ მახათაძემ მას ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სფეროების ხელმძღვანელობა ჩააბარა. დავით ჩირგაძე განათლებით ეკონომისტია. აღნიშნულ თანამდებობამდე მას სხვადასხვა პოზიციები ეკავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 1998 – 1999 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მერიაში მერის მრჩევლად (ეკონომიკის საკითხებში) ;1999 – 2004 წლებში წყალტუბოს რაიონის გამგეობაში ეკონომიკის განყოფილების გამგედ; 2004 – 2006 წლებში სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების წყალტუბოს სამმართველოში სამმართველოს უფროსად; 2006 – 2007 წლებში ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა. მუშაობდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსად. 2008 – 2013 წლებში გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა წყალტუბოს გამგეობაში. 2017 წლის 12 დეკემბრიდან დავით ჩირგაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.