ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, შსს-მ ლაგოდეხში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

1-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-ის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ლაგოდეხში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი - ბესიკ ზედელაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები და ადგილობრივი მოსახლეობა.


ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები გააცნეს.


"112"-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის - მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა "SOS - ჩუმი განგაში". ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს "SOS - ჩუმი განგაშის" ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს.

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.