გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

განათლების სამინისტრო სამეგრელოში სტიქიისგან დაზიანებულ სკოლებს ოპერატიულად აღადგენს

2-12-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სკოლების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა შემადგენლობით, დასავლეთ საქართველოში სამინისტროს საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა, რომლებიც სკოლების ვითარებას სწავლობენ და სამუშაოებს ადგილზე ასრულებენ.


მათ მიერ უკვე შესწავლილია ზუგდიდის №7, №1, №5, ზუგდიდის სოფლების - ზედა ეწერის, ორსანტიის და კახათის №1, წალენჯიხის №2 და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №2 საჯარო სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი ხვალ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.


სპეციალისტთა ჯგუფი დღეს სამეგრელოსა და იმერეთის, კერძოდ სამტრედიის №3, სამტრედიის სოფელ მელაურის, საჩხერის სოფელ შომახეთის, ქუთაისის №6, ვანის სოფელ ზეინდარის, თერჯოლის სოფელ ქვედა სიმონეთის №1, აბაშის №1, მარტვილის სოფელ ბანძის და სენაკის სოფლების ნოსირის და ძველი სენაკის საჯარო სკოლებს დაათვალიერებს.