გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს-მიხეილ სააკაშვილი

13-12-2017

საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში. მან საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებულ მოლაპარაკებაზე ისაუბრა:

„ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები. ხალხი მე უმალ გამათავისუფლებდა და მე პოროშენკოსთვის ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკფაქტორი გავხდებოდი. მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს „ბოევიკები“, ვინმეზე თავდასხმას არ ვაპირებ. პოროშენკოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა ან ფული. მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.


წყარო: "გურიის მოამბე"