2-12-2018
პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ფაქტია, დაჭერილი არიან ადამიანები, ვინც საქართველოში აქ ტურისტებად არ არიან ჩამოსული.
„ესენი არიან სპეციალური, გაწვრთნილი მებრძოლები, შესაბამისი იარაღით და მასალებით. ამ თემაზე შინაგან სააქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებამ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. მე ვფიქრობ, მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რასაც აანონსებს სააკაშვილი და ეს ე.წ. ლიდერები, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან შეკრებილი. ბევრმა მათგანმა დარწმუნებული ვარ ამის შესახებ არ იცის“-აცხადებს ვოლსკი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორ სასტუმროში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.