3-12-2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არანაირი რესურსი, რითაც საქართველოში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ინაუგურაციისთვის და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
„ნაცმოძრაობას“ არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურად დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყვეთ ჩვენს დღის წესრიგს. ჩვენ ველოდებით, ინაუგურაციას, ამისთვის ვემზადებით და ასევე, ვემზადებით 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის კრიმინალი. ის აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც აცდენილია კანონმდებლობას. თუ ის გაცდება კანონმდებლობას, მაშინ შესაბამის პასუხს მიიღებს. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.