გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმის ბულვარი 360 ათასი ლარის ყვავილების ჩითილებს შეიძენს

13-12-2017

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, მომავალი წლისთვის, გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების შესაძენად 360 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში. ბულვარი ჩითილებს ელექტრონული ტენდერით შეიძენს, რომელიც მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დასრულდება.

ჰორიზონტალური გამწვანებისთვის ყვივილების ჩითილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

  • გაზაფხულ-ზაფხულის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების მიწოდება – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 20 აპრილიდან 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ბულვარის ადმინისტრაციის მიერ წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3  სამუშაო დღის ვადაში.
  • შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების მიწოდება – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ბულვარის ადმინისტრაციის მიერ წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3  სამუშაო დღის ვადაში.

ბათუმის ბულვარი 9 სახეობის ყვავილის, ჯამში 800 000  ჩითილს შეიძენს.

წყარო: გაზეთი "ბათუმელები"