გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

3-12-2018

E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14 კმ-იან მონაკვეთს, ერთობლივი საწარმო „პოლატ იოლი და მაპა“ ააშენებს. 


გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.


E 70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.


პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული და ღირებულება 228 მილიონი ლარია.


imedinews.ge