გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

"ივანიშვილის მიერ შეთითხნილი ბრალდებები"

13-12-2017

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. 
სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე სააკაშვილს გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა, მან 100-ზე მეტი პირი შეიწყალა და მათ შორის, მოხვდნენ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დევნა უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ეს იქნება საქართველოს დემოკრატიისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

„ეს საქმეები პოლიტიკურად არის ანგაჟირებული და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ არის შეთითხნილი, - განაცხადა დეკანოიძემ.

წყარო: newposts