გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორის ,,ახალბაღის" სკვერში ნეშტის ძებნა გრძელდება

4-12-2018

უკვე მეორე დღეა გორის ,,ახალბაღის" პარკში კარვის შიგნით მიწას თხრიან. მიწის ქვეშ სამძებრო სამუშაოები გუშინ 3 დეკემბერს დაიწყო და დღეს დილით განახლდა.

შს სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. საფლავის სავარაუდო ადგილი მიწის სკანერის (ე.წ. გეოლოკატორის) საშუალებით დაადგინეს. 

ექსპერტები ტერიტორიას 16 ნოემბრიდან მიწის სკანერით (ე.წ. გეოლოკატორი) ამოწმებდნენ.

21 ნოემბერს შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ კრიმინალისტები ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილზე მუშაობენ.

„2004 წელს მომხდარ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა იაგო ნებიერიძე და მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებული იქნა მითითებული ადგილი და აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მასალის შესწავლა.“- ამბობს კახაბერ საბანაძე.


qartli.ge