გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის აბანოების ისტორია. ფოტოკოლაჟი

4-12-2018

ახალციხეში პირველი აღმოსავლური ტიპის აბანოები რაბათში XVII-XVIII საუკუნეებში აშენდა. ქალაქის სამხრეთ ნაწილის განაშენიანების, 1829 წლის შემდეგ კი აბანოები ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზეც ჩნდება. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.


მე–17–მე–19 საუკუნეებში აღმოსავლური სტილით ნაშენები ქალისა და კაცის აბანოები ყველაზე უკეთ შემორჩენილი რაბათის დასახლებაშია. აბანო ხუთ საბანაო დარბაზს აერთიანებს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.


2016 წელს ეს აბანოები დაასუფთავეს და ამავე წელს მათი რესტავრაციაც იგეგმებოდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, პროექტის შედგენას წლები დასჭირდა. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად რესტავრაციის პროექტი უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში სამუშაოებიც დაიწყება.


აბანო ახალციხეში. მე–19 საუკუნის ბოლო მე–20 საუკუნის დასაწყისი

აბანო რაბათში

აბანო თაყაიშვილის ქუჩაზე

აბანო რაბათში


Imedinews.ge