გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ბერაია: მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციის კომპონენტის გაძლიერება ხორციელდება

4-12-2018

პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით საპოლიციო საქმიანობის მნიშვნელოვანი გადააზრება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციის კომპონენტის გაძლიერება ხორციელდება.

 

მისივე თქმით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასავლური დემოკრატიების სამართალდამცავი სისტემების საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება

 

„მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით,  საპოლიციო საქმიანობის მნიშვნელოვანი გადააზრება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციის კომპონენტის გაძლიერება ხორციელდება.

 

ეს არის “საზოგადოებაზე ორიენტირებული პილიციის” მიდგომის ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც პილიციის საქმიანობა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა განიხილება, როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება... როდესაც პოლიციელები, უბნებზე მათი ხილვადობით, საზოგადოებასთან მჭიდრო თამაშრომლობით, პარტნიორობით და ადგილზე კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებით ახორციელებენ სამართალდარღვევის პრევენციას და კონკრეტული ლოკაციების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.

 

ამ მოდელის შემოღებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასავლური დემოკრატიების სამართალდამცავი სისტემების საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება,” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.