გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება

4-12-2018

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება. ამის შესახებ მერიის განცხადებაში წერია, რომლითაც უწყება "ევროპულ საქართველოს" პასუხობს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.


"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით. როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელთა მუშაობამ ნათელყო, რომ მერიის და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოხდეს სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია. რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად, თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს. განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია,  ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა,რის თაობაზეც დავალება რეორგანიზაციის დაწყების ბრძანების საფუძველზე სამსახურის უფროსებზე გაცემულია", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.


როგორც აღნიშნავენ, გამორიცხულია სამსახურიდან ვინმეს გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რეოგრანიზაცია მოიცავს თუ არა ატესტაცია-კონკურსს. 


imedinews.ge