გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბუნებრივი აირის ნამწვით რუსთავში ოთხი ადამიანი მოიწამლა

4-12-2018

ბუნებრივი აირის ნამწვით რუსთავში ოთხი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა მე-20 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა.


ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” ტექნიკური ჯგუფი.


ერთი პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში” გადაიყვანა, სამი კი, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.


მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ, წყლის გამათბობელი გახდა.


1tv.ge