გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დაგროვებითი პენსიის შესახებ გორში შეხვედრა გაიმართა

4-12-2018

მომავალი წლიდან ხელისუფლება დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას აპირებს. არსებული პროექტის თანახმად, საპენსიო ფონდში, დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე მისი ხელფასის 6% გადაირიცხება:

"თუ ადამიანს რეფორმამდე ჰქონდა 1000 ლარი ხელფასი და ხელზე იღებდა 800 ლარს, რეფორმის შემდეგ აიღებს 784 ლარს. 2%-ს ფონდში სახელმწიფო ჩარიცხავს, 2%-ს - თავად დასაქმებული და 2%-ს დამსაქმებელი," - განაცხადა საპენსიო ფონდის დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭიჭინაძემ.

საპენსიო რეფორმის აუცილებლობას ხელისუფლება ორი არგუმენტით ხსნის: ამ გზით პენსიონერი უფრო ღირსეულ პენსიას მიიღებს და უზრუნველი სიბერე ექნება და ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტსაც შეუმსუბუქდება.

არის თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველი სიბერის გარანტია, ამის შესახებ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გიორგი ჭიჭინაძემ ისაუბრა.




qartli.ge