გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალქალაქში სლოტ კლუბს თავს დაესხნენ

4-12-2018

ახალქალაქში, დღეს, ოთხ დეკემბერს გამთენიისას, სლოტ კლუბში შეიჭრნენ და სათამაშო აპარატები დააზიანეს.

 

თავისუფლებისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე, ახლადაშენებულ სლოტ კლუბში მინის კარი ჩაამტვრიეს და სათამაშო აპარატები დააზიანეს.

მომხდარის შესახებ კლუბის მესაკუთრემ დილით შეიტყო. იგი მომხდარზე არ საუბრობს.

 

ახალქალაქის რაიონული სამმართველო ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება–განადგურებას გულისხმობს.


sknews.ge