გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირანული მედიის სკანდალური მასალა: სააკაშვილმა აღიარა, რომ 2008 წლის აგვისტოში აშშ-ს დაზვერვამ მოატყუა

4-12-2018

ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა საინფორმაციო ვებ-პორტალმა «Pars Todey»-მ (ყოფილმა რადიოსადგურმა „ირანის ხმამ“), რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებლობის - IRIB-ის (Islamic Republic of Iran Broadcasting) სტრუქტურაში შედის, გამოქვეყნა მასალა, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.


სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს სალომე ზურაბიშვილის მკვეთრად პროდასავლურ კურსს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის აშკარად ანტირუსულმა პოზიციამ შეიძლება მას ხელი შეუშალოს კავკასიაში სიტუაციის გაუმჯობესების საქმეში.


ამასთან ერთად, ირანული საინფორმაციო ვებ-პორტალი ერთი სკანდალური დეტალის შესახებაც წერს:


„სხვათა შორის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ასევე ცნობილი იყო თავისი ანტირუსული განწყობებით, ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ იგი ამერიკის დაზვერვამ მოატყუა - ქართული არმიის შეჭრა ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონებში (სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში), რომელმაც რუსეთთან ომი გამოიწვია (2008 წლის აგვისტოში), ეფუძნებოდა აშშ-ის დაზვერვის მიერ მიწოდებულ ცრუ მონაცემებს“, - ნათქვამია «Pars Todey»-ის კომენტარში.


წყარო: NSP.GE