გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში დასაქმების ფორუმზე 1000-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენენ

5-12-2018

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, თელავში სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. 


ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი შრომის ბაზარზე არსებულ 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით იქნება წარდგება.


ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები არიან საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტული, მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელების, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებიდან. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას.


ფორუმში მონაწილეობა შეუძლია კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს.


ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.


დასაქმების ფორუმს ერეკლე II გამზირი N1 (თელავის ისტორიული მუზეუმი) უმასპინძლებს. ის 7 დეკემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება.


imedinews.ge