გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარი შეცვალეს

5-12-2018

ახალციხის ციხეზე შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშოს კარი გააფართოვეს, თუმცა ახლა იქამდე მისასვლელად პანდუსი არაა.

 

ახალციხის ციხეზე საპირფარეშო წლების განმავლობაში იმის გამო არ ფუნქციონირებდა, რომ შესავლელ კარში ეტლი არ ეტეოდა.

 

„დაახლოებით ერთი კვირაა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, საპირფარეშოს კარი უკვე გაფართოვდა, შემდგომ დღეებში პანდუსსაც მოვაწყობთ,“ – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი დათო ტაბატაძე.

 

მისი თქმით, ციხე სარემონტო სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით ახორციელებს, თუმცა რას ხარჯავს კარისა და პანდუსის მოსაწყობად არ აკონკრეტებს.


sknews.ge