ორივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თუმცა, იმის გამო, რომ მოზარდებმა შემთხვევის დროს გონება დაკარგეს, შესაბამისი გამოკვლევა უტარდებათ.
მომხდარ ფაქტზე ძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე, ან უამისოდ.
წყარო: pia