5-12-2018
განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, გია ნოდიას განცხადებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი ხალისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს ეხმარება.
ეს განცხადება ნოდიამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გააკეთა:
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
“არ ვიცი სააკაშვილი რაზე შეიძლება წავიდეს ან რაზე არა, მაგრამ, როდესაც პიროვნება, რომელიც ყველა ოპოზიციის ლიდერად აღიქვამს, რევოლუციურ სცენარზე ასეთ პირდაპირ განცხადებას აკეთებს, ხელისუფლება ამას ცხადია მაქსიმალურად გამოიყენებს.
ფაქტიურად, ხელისუფლებას აქვს მხოლოდ სააკაშვილის საჯარო გამოსვლები არგუმენტად, აქ მყოფ ლიდერებს კი არაფერი რევოლუციური, სინამდვილეში, ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, მიტინგი ყველამ შეიძლება ჩაატაროს. რადგან ვიცი ვინც არიან ადგილზე, ასეთი სცენარი ძნელი წარმოსადგენია.
რაც ჩვენ ვნახეთ, ამ 6 წლის მანძილზე, ხელისუფლების ძირითადი და ერთადერთი მნიშვნელოვანი კოზირი ეს არის საზოგადოებაში „ნაციონალების“ შიშის შექმნა, ერთის მხრივ, რომ ისინი ყველანი არიან „სადისტები“ და „მწამებლები“ და მეორეს მხრივ, „მიშა ნიშნავს არეულობას“, ეს უფრო ეფექტური კოზირია. ანუ, „ასე თუ ისე, ცუდად ხართ თუ კარგად ხართ, წყნარად ხართ და თუ მიშა მოვიდა ეს სიწყნარეც აღარ იქნება“. ამ აზრის დანერგვაში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მიშა ეხმარება ბიძინას. ეს აზრი მუშაობს და გარდა სისტემური დარღვევებისა, ეს არჩევნები "ოცნებამ" ამითაც მოიგო, მიშას შიშის შექმნით. ამ პოლიტიკას გააგრძელებენ და ალბათ, ისევ ეს იქნება მომავალში მათი ძირითადი კოზირი“-აცხადებს ნოდია.
P.S. ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.newspress.ge