გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში უკვე 1500-ზე მეტი გერმანელი ტყვის ნეშტი იპოვეს

6-12-2018

რუსთავში გათხრილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გერმანელ ტყვეთა საფლავებში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. ამის შესახებ რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა თქვა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.


ტყვეთა საფლავების მოძიება რუსთავის ჭყონდიდელის დასახლებაში 2017 წლის ნოემბერში დანგრეული საწარმოს შენობების ტერიტორიებზე დაიწყეს. გათხრები წელს აგვისტოში განახლდა და 30 ნოემბერს დასრულდა. 


ადგილზე გათხრები 2019 წლის მარტში განახლდება. 


რუსთავის ისტორიულ მუზეუმში განმარტეს, რომ შემორჩენილი ცნობების მიხედვით, რუსთავის გარშემო არსებულ ბანაკებში დაახლოებით 4 000 გერმანელი ჰყავდათ ჩაყვანილი რუსთავის და მისი ქარხნების მშენებლობისთვის.


imedinews.ge